ავტორიზაცია

მარსიალმა თავის პოტენციურ ახალ გუნდს თანხმობა უკვე განუცხადა

მარსიალმა თავის პოტენციურ ახალ გუნდს თანხმობა უკვე განუცხადა
თარიღი 07 იან 2022, 11:12

"ბარსელონა" თავდამსხმელის ძებნას აგრძელებს. "იუვენტუსიდან" ალვარო მორატას გაფორმებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, "ბლაუგრანა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის, ანტონი მარსიალის კანდიდატურას დაუბრუნდა.

თავად ფრანგს სურს "ბარსაში" წასვლა და არა რომელიმე სხვა კლუბში, რომელიც მისით არის დაინტერესებული. ანტონი ფიქრობს, რომ "ბარსელონას" თამაშის სტილი მას ყველაზე მეტად უხდება.

თუ მხარეები შეთანხმდებიან გარიგებაზე, ტრანსფერი განხორციელდება იჯარის ფორმატით სეზონის დარჩენილი პერიოდისთვის, დაახლოებით 40 მილიონი ევროს ოდენობის გამოსყიდვის ოფციით, იუწყება Diario Sport.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ნომერ პირველი კანდიდატი იყო სწორედ მორატა, თუმცა "იუვენტუსმა" თავისი თავდამსხმელის გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.