ავტორიზაცია

ფოტოები: ფეხბურთის გულშემატკივრებმა 2021 წლის ყველაზე უშნო ფორმები აირჩიეს

ფოტოები: ფეხბურთის გულშემატკივრებმა 2021 წლის ყველაზე უშნო ფორმები აირჩიეს
თარიღი 07 იან 2022, 12:20

ფეხბურთის ფორმების მთავარმა პორტალმა, Footy Headlines-მა 2021 წლის შედეგები შეაჯამა. საიტის მკითხველებმა გამოავლინეს გასული წლის ყველაზე ცუდი საფეხბურთო ეკიპირებები.

ყველაზე ცუდი ფორმების რეიტინგში პირველი ადგილი "იუვენტუსის" მესამე კომპლექტმა დაიკავა. ეკიპირება იყო შთაგონებული ტურინის ოთხმოცდაათიანი წლებითა და ფერებით (მინიშნება ქალაქის ლურჯ და ყვითელ გერბზე). ფორმამ ხმების 28,6% მიიღო.

მეორე ადგილზეა "ტოტენჰემის" მესამე ფორმა, რომელიც შთაგონებულია ადგილობრივი საზოგადოების მიერ. 2019 წელს რვა კრეატიული ბიჭისგან შემდგარი ჯგუფი შევიდა ლონდონის სამხატვრო სტუდიაში Tottex-ში (დაარსებული ადგილობრივი დიზაინერის მიერ).

ისინი მუშაობდნენ Nike-ის დიზაინერებთან და ასწავლიდნენ მათ სემინარებში, რას ნიშნავდა მათთვის "ტოტენჰემ ჰოტსპური", როგორც მთლიანი, ერთიანი მექანიზმი. 

დისკუსიების შედეგად შეიქმნა მესამე ფორმის დიზაინი თამამი პრინტებით და შაბლონებით, რომლებიც შთაგონებულია ტერიტორიის ქუჩებით. იასამნისფერი = განათების სიმბოლო.

ანტირეიტინგში მესამე ადგილი არმანის "ნაპოლის" ფორმამ დაიკავა, რომელიც დიეგო მარადონას ხსოვნას ეძღვნება. "ლურჯებს" ზედმეტად კრეატიული ეკიპირება გამოუვიდათ.

ეს კი დანარჩენები:

VIDEO: მერტენსს კიეზამ უპასუხა — იუვენტუსი ტურინში ნაპოლის დაუზავდა