ავტორიზაცია

დე იონგს ამ ეტაპზე ორი მსურველი ჰყავს

დე იონგს ამ ეტაპზე ორი მსურველი ჰყავს
თარიღი 07 იან 2022, 12:27

Diario Sport-ის ცნობით, ლიუკ დე იონგმა შემოთავაზებები მიიღო "ფენერბაჰჩესა" და "ბეშიქთაშისგან", თუმცა ის ეჭვობს, ღირს თუ არა ამ ეტაპზე თურქეთში გადაბარგება.

ნიდერლანდელს პრემიერ ლიგის კლუბში გადასვლა სურს და მისი აგენტი ამჟამად ამაზე მუშაობს. თავდამსხმელი ხვდება, რომ "ბარსელონაში" საკმარისი სათამაშო დროის მიღების შანსი არ აქვს და მზადაა კლუბი დატოვოს.

კატალონიელებთან დაშორებამდე მას რამდენიმე დღე დასჭირდება შესაძლო ვარიანტებზე დაფიქრებისთვის. "ბარსა" დათანხმდა ფეხბურთელის ხელფასის ნახევრის გადახდას, თუ ის კლუბს იჯარით დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ დე იონგი თავდაპირველად აგრეთვე განათხოვრების წესით უნდა გადასულიყო "კადისში", თუმცა აღნიშნული ვარიანტი თავად ფეხბურთელმა დაბლოკა.