ორიჯით სერია ა-ს 3 კლუბი ინტერესდება — რას აპირებს თავად ლივერპულის ფორვარდი?
"ლივერპულის" თავდამსხმელ დივოკ ორიჯით სერია ა-ს რამდენიმე კლუბი ინტერესდება, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელის წარმომადგენლებს სამი იტალიური კლუბი დაუკავშირდა, რომლებსაც ფეხბურთელთან წინასწარი შეთანხმების მიღწევა სურთ.
მიუხედავად ამისა, თავად თავდამსხმელს პრემიერ ლიგაში დარჩენა ურჩევნია. სავარაუდოდ, იგი სეზონის ბოლომდე "ლივერპულში" დარჩება, შემდეგ კი გადაწყვეტს, თუ სად გადავა თავისუფალი აგენტის სტატუსით.
როგორც აღინიშნება, თუ მერსისაიდელები ამ ზამთარს ორიჯის გაყიდვას გადაწყვეტენ, მაშინ მის სანაცვლოდ არანაკლებ 10 მილიონ ფუნტს მოითხოვენ.
მიმდინარე სეზონში 26 წლის ფორვარდმა პრემიერ ლიგაში "ლივერპულის" მაისურით 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.