ავტორიზაცია

ჭორი აღმოჩნდა — ლივერპული ამ ზამთარს 71-მილიონიან ტრანსფერს არ გაჩარხავს

ჭორი აღმოჩნდა — ლივერპული ამ ზამთარს 71-მილიონიან ტრანსფერს არ გაჩარხავს
თარიღი 07 იან 2022, 15:33

"ლივერპული" "პორტუსთან" ნახევარმცველ ლუის დიას მარულანდას თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, იტყობინება ფაბრიციო რომანო.

გავლენიანი ჟურნალისტის ცნობით, მხარეები ამ ზამთარს კოლუმბიელის ტრანსფერს არ განიხილავენ, მერსისაიდელებს არანაირი კონკრეტული წინადადება ჯერ არ გაუკეთებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ხუთჯერ გაგზავნა თავისი სკაუტი ფეხბურთელის თამაშის შესაფასებლად.

როგორც აღინიშნება, ამჟამად "ლივერპულის" პრიორიტეტი გუნდის ერთ-ერთ ლიდერ მოჰამედ სალაჰთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა.

არადა, აქამდე დაიწერა, რომ ლუის დიასი 71,7 მილიონი ევროს სანაცვლოდ ინგლისურ გრანდში გადასვლასთან არის ახლოს.

მიმდინარე სეზონში 24 წლის სამხრეთამერიკელმა ყველა ტურნირზე ერთად "პორტუს" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც მიითვალა.