ავტორიზაცია

ლივერპული პორტოს ლიდერს 71 მილიონად იფორმებს

ლივერპული პორტოს ლიდერს 71 მილიონად იფორმებს
თარიღი 07 იან 2022, 11:06

"პორტოს" ნახევარმცველი, ლუის დიას მარულანდა პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა. Caracol Radio-ს ჟურნალისტის, სეზარ ავგუსტო ლონდონოს თქმით, პორტუგალიური გუნდის საუკეთესო ბომბარდირს "ლივერპული" შეიძენს.

სატრანსფერო თანხა 60 მილიონი ფუნტი (71,7 მილიონი ევრო) იქნება. ამრიგად, კოლუმბიელისთვის ბრძოლაში მერსისაიდელები "ნიუკასლს" გაუსწრებენ, რომელმაც თავისი წინადადებაც აგრეთვე წარადგინა.

"ლივერპულს" სურს დახუროს გარიგება რაც შეიძლება მალე, მას შემდეგ, რაც გუნდის თავდამსხმელები, მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე აფრიკის ერთა თასზე წავლენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პორტოს" ფეხბურთელის კომპენსაცია 80 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში ლუის დიასმა ლიგის 15 მატჩში 12 გოლი გაიტანა.