"კლუბიც ესაუბრა და მეც ვესაუბრე, დაწყნარდა", - ალეგრიმ მორატას მომავალს ფარდა ახადა
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ გუნდის თავდამსხმელ ალვარო მორატას მომავალზე განცხადება გააკეთა.
ასე და ამგვარად, იტალიელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ 29 წლის ესპანელი მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ტურინს არ დატოვებს.
"მორატა მშვიდადაა. კარგად ივარჯიშა და "იუვენტუსი" უყვარს", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.
"კლუბიც ესაუბრა და მეც ვესაუბრე, დაწყნარდა", - დასძინა "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელმა.
მოგეხსენებათ, აქამდე გავრცელებული არაერთი ინფორმაციის თანახმად, მორატა კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებდა.
მიმდინარე სეზონში გამოცდილმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად "იუვენტუსის" რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც გააკეთა.