ბრძოლაში ბარსელონაც ჩაერთო — რუდიგერის ხელში ჩაგდება არაერთ ევროპულ გრანდს სურს
"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა ზაფხულში შესაძლოა ლონდონური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, საქმეში "ბარსელონაც" ჩაერთო.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდი გერმანელის გადაბირებით ინტერესდება და მის გარშემო არსებულ ვითარებას აკვირდება.
აქამდე დაიწერა, რომ რუდიგერის აგენტებთან წინასწარი მოლაპარაკებები "რეალმა", "პსჟ"-მ, "ბაიერნმა" და "იუვენტუსმაც" დაიწყეს.
მოგეხსენებათ, 28 წლის უკანახაზელს "ჩელსისთან", სადაც 2017 წლიდან ირიცხება, მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.
მიმდინარე სეზონში გერმანელმა მცველმა ყველა ტურნირზე ერთად ლონდონელთა მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.