პსჟ-მ სტერლინგს დაუმიზნა, მისი გადაბირება პირადად პოჩეტინოს სურს — რამდენად რეალურია ტრანსფერი?
"მანჩესტერ სიტის" გარემარბმა, რაჰიმ სტერლინგმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
როგორც ჟურნალისტი, ადრიენ გრენიე იტყობინება, ESPN-ის კორესპონდენტ რობ დოუსონის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 27 წლის ინგლისელით "პსჟ"-ა დაინტერესებული.
გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელთა" ფეხბურთელი პარიზელთა მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს მოსწონს.
მიუხედავად ამისა, როგორც იწერება, "სიტი" სტერლინგის გაშვებას არ აპირებს და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა.
მიმდინარე სეზონში რაჰიმმა ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.