ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც შესაძლოა მესიმ არგენტინის ნაკრების მომდევნო ორი მატჩი გამოტოვოს

მიზეზი, რის გამოც შესაძლოა მესიმ არგენტინის ნაკრების მომდევნო ორი მატჩი გამოტოვოს
თარიღი 07 იან 2022, 16:44

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი შესაძლოა მომდევნო ორი მატჩისთვის ეროვნულ გუნდში არ გამოიძახონ.

ცნობისთვის, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, "ალბისელესტე" 27 იანვარს ჩილეს დაუპირისპირდება, ხოლო 1 თებერვალს კოლუმბიას.

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ "პსჟ"-ს 34 წლის სუპერვარსკვლავს რამდენიმე დღის წინ გადატანილი კორონავირუსის გამო ზემოთნახსენები შეხვედრების გამოტოვება შესთავაზა, წერს Tyc Sports-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, მესის პასუხი ჯერ არ გაუცია და რამდენიმე დღე ითხოვა დასაფიქრებლად.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ლეომ "პსჟ"-ს რიგებში ვარჯიში განაახლა, მაგრამ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.

მოგეხსენებათ, არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის მუნდიალის საგზური ჯერ კიდევ ნოემბერში გაინაღდა.