ავტორიზაცია

კოპა დელ რეის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა — რეალისა და ბარსელონას მეტოქეები გაირკვა

კოპა დელ რეის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრა — რეალისა და ბარსელონას მეტოქეები გაირკვა
თარიღი 07 იან 2022, 17:13

დღეს ესპანეთის სამეფო თასის (კოპა დელ რეი) 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გუნდები დაწყვილდნენ.

ასე და ამგვარად, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კატალონიის "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდება, ხოლო მადრიდის "რეალი" - "ელჩეს".

კოპა დელ რეის 1/8 ფინალური ეტაპის კენჭისყრის სრული შედეგები:

"ატლეტიკო ბალეარესი" - "ვალენსია"

"ხირონა" - "რაიო ვალეკანო"

"სპორტინგ ხიხონი" - "კადისი"

"ელჩე" - "რეალი"

"სოსიედადი" - "ატლეტიკო"

"ბეტისი" - "სევილია"

"ბილბაო" - "ბარსელონა"

"მალიორკა" - "ესპანიოლი"

აღსანიშნავია, რომ წყვილებს შორის ერთმატჩიანი დაპირისპირება გაიმართება, 15-დან 19 იანვრის ჩათვლით.