ავტორიზაცია

"არ გამოვრიცხავ იმ ვარიანტს, რომ პსჟ-ში ზიდანი მბაპესთან ერთად იმუშავებს", - ფრანგი ჟურნალისტი

"არ გამოვრიცხავ იმ ვარიანტს, რომ პსჟ-ში ზიდანი მბაპესთან ერთად იმუშავებს", - ფრანგი ჟურნალისტი
თარიღი 07 იან 2022, 19:12

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა 2022 წლის ზაფხულში შესაძლოა "პსჟ" ჩაიბაროს.

ამის შესახებ RMC Sport-ის ჟურნალისტი, დანიელ რიოლო იტყობინება, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ლიონელ მესის პარიზში მოახლოებული ტრანსფერის შესახებ.

"რა გინდათ? დავადასტურო, რომ ზიდანმა "პსჟ" ჩაიბარა? მაშ ასე, მეგობრებო... ყველაზე ადრე - ივნისში. 2022 წლის ივნისში. და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ზიდანი "პსჟ"-ში მბაპესთან ერთად იმუშავებს", - თქვა რიოლომ.

ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი ზიდანის "პარი სენ ჟერმენში" მისვლა, მაგრამ ამ ვარიანტს კლუბში ხშირად განიხილავენ. მაურისიო პოჩეტინოს მდგომარეობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გარდა ამისა, როგორც აღინიშნება, პარიზული გუნდის ჩაბარება დიდიე დეშამსაც უნდა, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ნაკრებს უდგას სათავეში.