ავტორიზაცია

ხელფასის 65%-ს ასტონ ვილა დაფარავს — ცნობილი გახდა კოუტინიოს იჯარის დეტალები

ხელფასის 65%-ს ასტონ ვილა დაფარავს — ცნობილი გახდა კოუტინიოს იჯარის დეტალები
თარიღი 07 Jan 2022, 19:23

ცნობილი გახდა "ასტონ ვილაში" "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს იჯარით გადასვლის დეტალები.

ბირმინგემული კლუბი ბრაზილიელის ხელფასის დაახლოებით 65%-ს გადაიხდის, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ცნობისთვის, "ბარსელონაში" კოუტინიო წელიწადში 16 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, გადასახადების გადახდამდე.

"ბარსა" "ვილასთან" მოლაპარაკებებში დათმობაზე წავიდა. კატალონიურ გრანდს ხელშეკრულებაში იმ პუნქტის ჩადება სურდა, რომლის თანახმადაც სეზონის ბოლოს ინგლისური კლუბი ვალდებული იქნებოდა სამხრეთამერიკელი გამოესყიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში "ასტონ ვილას" მხოლოდ შესყიდვის უფლება ექნება.

კოუტინიოს ბირმინგემულ კლუბში გადასვლის მთავარ ფაქტორად გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტივენ ჯერარდის ფიგურა გახდა, ვისთან ერთადაც ფილიპე "ლივერპულში" თამაშობდა. ბოლო 48 საათის მანძილზე ჯერარდი მას დაახლოებით სამჯერ დაუკავშირდა.