ავტორიზაცია

ოფიციალურად: კოუტინიო ბარსელონადან ასტონ ვილაში გადავიდა

ოფიციალურად: კოუტინიო ბარსელონადან ასტონ ვილაში გადავიდა
თარიღი 07 იან 2022, 13:43

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს თქმით, "ბლაუგრანა" და "ასტონ ვილა" ბრაზილიელის იჯარაზე სეზონის ბოლომდე შეთანხმდნენ.

ინგლისური კლუბი კოუტინიოს ხელფასის დიდ ნაწილს გადაიხდის. ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს იგეგმება. კატალონიელებსა და ბირმინგემელებს შორის ყველა დეტალი მოგვარდა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად იწერებოდა, თითქოს "ბარსელონა" და "ასტონ ვილა" კოუტინიოს ხელფასზე ვერ თანხმდებოდნენ, თითქოს "ლომები" ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებდნენ.

ფილიპეს ტრანსფერის მთავარი ინიციატორია ბირმინგემელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი, რომელიც მასთან ერთად "ლივერპულში" თამაშობდა.