ავტორიზაცია

რეალში პესიმიზმი შეიმჩნევა — ჰოლანდის მადრიდში გადასვლის შანსები უფრო და უფრო მცირდება

რეალში პესიმიზმი შეიმჩნევა — ჰოლანდის მადრიდში გადასვლის შანსები უფრო და უფრო მცირდება
თარიღი 07 იან 2022, 19:45

"რეალი" გრძნობს, რომ "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ფავორიტი არ არის.

ავტორიტეტული გამოცემა Marca იტყობინება, მადრიდულ გრანდში 21 წლის ფორვარდის შესაძლო ტრანსფერს პესიმიზმით უყურებენ.

როგორც აღინიშნება, "სამეფო კლუბში" ერთ ფაქტს აცნობიერებენ - ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მათ აუქციონი ელით.

მოგეხსენებათ, ნორვეგიელ სუპერვარსკვლავს "დორტმუნდთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ მსურველ კლუბებს მისი შესყიდვა 75 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ბორუსიელთა რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.