ავტორიზაცია

ხავიმ მორატას დაურეკა და მოთმინება სთხოვა — ბარსელონა ესპანელ ფორვარდზე უარს არ ამბობს

ხავიმ მორატას დაურეკა და მოთმინება სთხოვა — ბარსელონა ესპანელ ფორვარდზე უარს არ ამბობს
თარიღი 07 Jan 2022, 20:23

კატალონიის "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელ ალვარო მორატას გადაბირებას კვლავ ცდილობს.

მიუხედავად "ბიანკონერის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის განცხადებისა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ამ ზამთარს ესპანელის ხელში ჩაგდება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, წერს AS-ი.

"იუვეს" თავკაცმა აქამდე თქვა: "კლუბიც ესაუბრა და მეც ვესაუბრე, დაწყნარდა".

ბლაუგრანას" დამრიგებელმა, ხავიმ სამშაბათს მორატას მობილური ტელეფონის საშუალებით ესაუბრა. ლაპარაკისას სპეციალისტმა 29 წლის ფორვარდი დაარწმუნა, რომ მისით ნამდვილად დაინტერესებულია და მოთმინება სთხოვა, რადგან "ბარსა" ფინანსური სიტუაციის დასალაგებლად ფეხბურთელთა ნაწილის გაყიდვას ცდილობს.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად "იუვენტუსის" რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც გააკეთა.