ავტორიზაცია

ტოტენჰემი ტრაორეს ტრანსფერზე ამუშავდა

ტოტენჰემი ტრაორეს ტრანსფერზე ამუშავდა
თარიღი 07 იან 2022, 23:08

"ტოტენჰემი" "ვულვერჰემპტონის" ნახევარმცველით, ადამა ტრაორით არის დაინტერესებული. "სპურსი" 25 წლის ფეხბურთელის შეძენას აპირებს, რათა ის ფლანგის მცველი გახადოს.

ეს იდეა ლონდონური კლუბისთვის აქტუალური გახდა, რადგან ბაზარზე ამჟამად არც თუ ისე ბევრი განაპირა მცველია. ტრაორეს "ვულვერჰემპტონთან" კონტრაქტის დასრულებამდე მხოლოდ 18 თვე აქვს დარჩენილი.

მისი ღირებულება ამჟამად დაახლოებით 20 მილიონი ფუნტია. ასევე არაა გამორიცხული, რომ შესაძლო ტრანსფერის ნაწილი შეიძლება იყოს მცველი მეტ დოჰერტი, რომელიც 2020 წელს "ვულვერჰემპტონიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ტრაორე არის "ბარსელონას" აღზრდილი, თუმცა კატალონიელთა მთავარ გუნდში ადგილის დამკვიდრება მან თავის დროზე ვერ მოახერხა. ადამა ესპანეთის ნაკრებშიც მიიწვიეს.