ზივზივაძეს მსურველი ჰყავს - პოლონურ კლუბში ესპანელი თავდამსხმელის შემცვლელად
პოლონური პრესის ინფორმაციით, "ფეჰერვარის" თავდამსხმელით, ბუდუ ზივზივაძეთი ვროცლავის "სლასკი" არის დაინტერესებული. ქართველი ფორვარდის შესახებ წერენ შემდეგს:
"მას შემდეგ, რაც გუნდი ექსპოსიტოს გაყიდის, სლასკში მის ნაცვლად ზივზივაძის დამატება სურთ, რომელიც ამ დროისთვის ფეჰერვარში თამაშობს", - წერია პოლონურ პრესაში.
საუბარია ესპანელ შემტევზე, რომელიც კარიერას უდიდესი ალბათობით "ვენეციაში" გააგრძელებს. სეკეშფეჰერვარელთა წინახაზელი პოლონელებს სწორედ ერიკის შემცვლელად უნდათ.
აღსანიშნავია, რომ "ლურჯ-წითლების" ცხრიანი სატრანსფერო სიაში ერთადერთი კანდიდატი არ არის და "სამხედროები" აგრეთვე ინტერესდებიან ათენის "აეკის" სტრაიკერით, მუამერ ტანკოვიჩით.
27-წლის ჩვენებური თავდამსხმელის სასარგებლოდ თამაშობს ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ის გახდება თავისუფალი აგენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ "სლასკს" მისი დამატება უფასოდ შეეძლება.
VIDEO: შედეგიანი ქმედება - ზივზივაძის საგოლე გადაცემა უნგრეთში