ავტორიზაცია

VIDEO: შედეგიანი ქმედება - ზივზივაძის საგოლე გადაცემა უნგრეთში

თარიღი 12 დეკ 2021, 02:52

უნგრეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში "მტკ ბუდაპეშტისა" და "ფეჰერვარის" მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0-2 დასრულდა.

შეხვედრის 70-ე წუთზე ჩაერთო თამაშში ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც 94-ე წუთზე გატანილ მე-2 გოლში მონაწილეობა მიიღო და საგოლე პასი გააკეთა.

ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში ფეჰერვარში სტაბილური სათამაშო დრო არ ეძლევა. 27 წლის ფორვარდმა 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე მხოლოდ 540 წუთი გაატარა, გაიტანა 2 გოლი და 4 საგოლე პასი გააკეთა.

16 ტურის შემდეგ ფეჰერვარს 26 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა.