ავტორიზაცია

"რაც ბარსელონაში დავინიშნე, თამაშის ხარისხით მხოლოდ ერთმა გუნდმა გვაჯობა", - ხავი

"რაც ბარსელონაში დავინიშნე, თამაშის ხარისხით მხოლოდ ერთმა გუნდმა გვაჯობა", - ხავი
თარიღი 08 Jan 2022, 10:38

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა "გრანადასთან" ესპანეთის ჩემპიონატის მოახლოებული შეხვედრის წინ, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"წარმატებული შედეგი ყოველთვის დადებითს მატებს. ლინარესთან გამარჯვებამ ჩვენი განწყობა აამაღლა. ბარსელონას უბრალოდ არ შეუძლია ფრედ თამაში და წაგება.

სამწუხაროდ, ეს ხდება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს. გრანადა ჩვენს ამოცანას გაართულებს. ყოველთვის რთულია გამარჯვების მოპოვება. 

მომავალ თამაშში მოგება, გარდა ქულებისა, კიდევ უფრო გაზრდის განწყობას და ამაღლებს სულს. ჩემი აზრით, ამ პეროდის განმავლობაში მხოლოდ ბაიერნი იყო ჩვენზე უკეთესი.

ვფიქრობ, მარცხის მიუხედავად, სევილიასა და ბეტისზე უკეთესები ვიყავით. ამიტომ, ჩვენ ვეცდებით იგივე გავაკეთოთ მადრიდის რეალის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, მათ წინააღმდეგობას გავუწევთ და ესპანეთის სუპერთასის ფინალში გავალთ", - განაცხადა ჩავიმ.

"პერესი ჰოლანდის ბარსელონაში გადასვლაშიც ხედავს დადებით მხარეს", - ESPN-ის ჟურნალისტი