მიზეზი, რის გამოც იკარდი იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგია
თავდამსხმელი მაურო იკარდი ნაკლებად სავარაუდოა, რომ "პსჟ"-დან "იუვენტუსში" იჯარით გადავიდეს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თავდამსხმელი, ისევე როგორც მისი მეუღლე და აგენტი, ვანდა ნარა, არ არის დარწმუნებული "იუვენტუსში" გადასვლის ვარიანტში მხოლოდ სეზონის ბოლომდე.
ფეხბურთელი "პსჟ"-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მასთან სრულფასოვანი კონტრაქტი გაფორმდება. იკარდისაც და ნარასაც გარანტიები უნდათ. გარდა ამისა, "პსჟ"-ს არგენტინელის გაყიდვა ახლავე ურჩევნია.
"იუვენტუსის" დირექტორმა, ფედერიკო ჩერუბინმა ფრანგული კლუბის მენეჯერს, ლეონარდოს დაურეკა იკარდის შესაძლო ტრანსფერზე განსახილველად, მაგრამ საქმე კონკრეტულ მოლაპარაკებამდე არ მივიდა.
მეტიც, ტურინელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ 28 წლის თავდამსხმელი კარგი გაძლიერება არ იქნება. კლუბის მესვეურები არ არიან დარწმუნებულები იკარდის შესაძლებლობებში.
გარდა ამისა, ბოლოდროინდელმა სკანდალმა მაუროსა და ვანდასთან დაკავშირებით იმოქმედა "იუვენტუსის" პოზიციაზე. თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში პარიზელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
"იუვენტუსი არის გუნდი, რომელსაც ლიდერები არ ჰყავს", - ხედირა ტურინელთა პრობლემებზე