"იუვენტუსი არის გუნდი, რომელსაც ლიდერები არ ჰყავს", - ხედირა ტურინელთა პრობლემებზე
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ თავის ექს-კლუბში არსებული პრობლემების შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"მე იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ, ამიტომ ვწუხვარ. ეს არის სრულიად ახალი გუნდი, ახალგაზრდა ფეხბურთელებით, არც ისე გამოცდილი, ბალანსის არ არსებობით.
ვფიქრობ, რომ ლიდერები გუნდში მხოლოდ კიელინი და ბონუჩი არიან, მაგრამ ისინი არ არიან მოედნის ცენტრში. ნაპოლისთან მატჩი კარგი იყო, ეს არ მიუთითებს მოთამაშეების ხარისხზე.
უფრო ხასიათზე, ვიდრე ხარისხზე. იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გამოასწორებენ", - განაცხადა ყოფილმა გერმანელმა ჩამშლელმა "ბებერი ქალბატონის" პრობლემების შესახებ.