ავტორიზაცია

"ვულვზის ხვიჩას მიმართ ინტერესი ტრაორეს ტოტენჰემში პოტენციურ წასვლაზეა დამოკიდებული", - ინგლისური პრესა

"ვულვზის ხვიჩას მიმართ ინტერესი ტრაორეს ტოტენჰემში პოტენციურ წასვლაზეა დამოკიდებული", - ინგლისური პრესა
თარიღი 08 იან 2022, 15:54

Daily Mail-ის ცნობით, "ვულვერჰემპტონი" ყაზანის "რუბინის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს არ გამორიცხავს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "უონდერერსს" ადამა ტრაორე დატოვებს.

ესპანელი ვინგერის სახელს უკავშირებენ "ტოტენჰემს" და აღსანიშნავია ის, რომ "ვულვზის" დატოვების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია, რომელსაც ახალი გამოწვევის მიღება სურს.

"ვულვერჰემპტონს სჭირდება თავდამსხმელი, გარემარბი და ცენტრალური მცველი. აღნიშნული გუნდი ინტერესდება სანჩესით, მილენკოვიჩით, დიკით და კვარაცხელიათი.

ხვიჩა განიხილება ვინგერის პოზიციის გასაძლიერებლად, ტრაორეს ნაცვლად, რომლის წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია", - წერს ინგლისური პრესა ქართველზე.

შეგახსენებთ, რომ "მგლების" გარდა, რუსული გუნდის ფლანგელის სახელი დაუკავშირეს "ვესტ ჰემ იუნაიტედს", "ევერტონს", "ლიდს იუნაიტედსა" და "საუთჰემპტონს".