ისკოს სერია ა-დან მსურველი ჰყავს, რეალი ტრანსფერზე თანახმაა
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ისკო ალარკონმა კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
როგორც ცნობილი გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, 29 წლის ფეხბურთელით "ფიორენტინა" ინტერესდება.
თავის მხრივ, "სამეფო კლუბს" ისკოს მოშორება უნდა - ან ამ ზამთარს გაყიდის, ან ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს.
გარდა ამისა, "იები" "რივერ პლეიტის" ფორვარდ ხულიან ალვარესის ტრანსფერითაც არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ფლორენციულ კლუბს ამ ტრანსფერის გაჩარხვა გაუჭირდება.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ისკომ ყველა ტურნირზე ერთად "რეალის" მაისურით 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.