ავტორიზაცია

"ჩელსისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა", - ტუხელი რუდიგერის შესაძლო წასვლას ეხმაურება

"ჩელსისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა", - ტუხელი რუდიგერის შესაძლო წასვლას ეხმაურება
თარიღი 08 იან 2022, 20:47

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა მცველ ანტონიო რუდიგერთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა, რომელსაც ზაფხულში ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება.

"ნდობა სათამაშო წუთებითა და შესაბამისი ქმედებებით უნდა იგრძნოს", - ციტირებს "არისტოკრატთა" დამრიგებლის სიტყვებს Daily Mail-ი.

"არა მგონია, ბევრი სიტყვა, განებივრება, ყავაზე საუბარი, სადილზე მიწვევა და სხვა ყველაფერი სჭირდებოდეს".

"ანტონიო ტოპ პროფესიონალია და ამას ამტკიცებს. გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა".

"ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. "ტოტენჰემთან" მცველთა ოთხეულში ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა, სუპერსაიმედო იყო", - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Daily Mail-ი.