ვეინალდუმი პსჟ-დან წასვლას აპირებს და პრემიერ ლიგის კლუბში გადასვლა უნდა
"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურ ნახევარმცველს, ჟორჟინიო ვეინალდუმს პარიზული კლუბის დატოვება სურს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, 31 წლის ჰოლანდიელს უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით პრემიერ ლიგის ერთ-ერთ კლუბში იჯარით გადასვლა უნდა.
შეგახსენებთ, ვეინალდუმი "პსჟ"-ში გასულ ზაფხულს "ლივერპულიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
გამოცდილმა შუახაზელმა პარიზელებთან 2024 წლის 30 ივნისამდე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
მიმდინარე სეზონში ვეინალდუმმა "პსჟ"-ს მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.