ავტორიზაცია

სად შეიძლება გადავიდეს ბეილი, თუ უელსი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს?

სად შეიძლება გადავიდეს ბეილი, თუ უელსი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს?
თარიღი 08 იან 2022, 21:43

"რეალის" თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგის ან ჩემპიონშიპის ერთ-ერთ კლუბში გააგრძელოს.

როგორც გავლენიანი გამოცემა Sky Sports-ი წერს, ფეხბურთელმა, რომელსაც მადრიდულ გრანდთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, შესაძლოა ერთ-ერთ ინგლისურ კლუბთან მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმოს, თუ უელსის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

აღინიშნება, რომ ბეილმა შესაძლოა "კარდიფში" ან "სუონსიში" გადასვლის ვარიანტი განიხილოს.

თუ უელსი მუნდიალზე ვერ გავა, მაშინ 32 წლის გარემარბმა არ არის გამორიცხული კარიერა დაასრულოს.

შეგახსენებთ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფლეიოფო მატჩების ნახევარფინალში უელსის მეტოქე ავსტრიის ნაკრებია. უელსს 64 წელიწადია მუნდიალზე მონაწილეობა არ მიუღია.

ბეილი "რეალის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მადრიდელთა რიგებში მან ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, ხოლო ლა ლიგა 2-ჯერ მოიგო.