ავტორიზაცია

ბეილი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა - The Athletic

ბეილი კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა - The Athletic
თარიღი 08 იან 2022, 10:50

მადრიდის "რეალის" გარემარბის, გარეტ ბეილის გადაწყვეტილება კარიერის დასრულების თაობაზე უელსის ეროვნული ნაკრების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

The Athletic-ის ინფორმაციით, მადრიდულ კლუბსა და 32 წლის ფეხბურთელს შორის ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არც კი მიმდინარეობს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში იწურება. ბეილი მადრიდის "რეალში" კონტრაქტის დასრულებამდე დარჩება. მისი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითამაშებს უელსი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში.

შეგახსენებთ, რომ უელსის მეტოქე პლეი-ოფში ავსტრიის ნაკრები იქნება. თუ უელსი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციას მოიპოვებს, მაშინ ბეილი ზაფხულში ახალ კლუბს იპოვის დეკემბრის ტურნირისთვის მოსამზადებლად.

თუ უელსი არ იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე, მაშინ ბეილმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ უელსელმა თავი ფინანსურად უკვე უზრუნველყო.