ანჩელოტი: "ბეილი ჯანმრთელად არის, თუმცა ის მაინც არ თამაშობს"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, თუ რატომ არ შემოდის მოედანზე თავდამსხმელი, გარეტ ბეილი, რომელმაც ტრავმა გასულ თვეში მოირჩინა.
"ბეილი ტრავმირებული არ არის, მაგრამ ის თავს ცუდად გრძნობს. ის მოტივირებულია, რადგან კონტრაქტის ამოწურვამდე ექვსი თვე დარჩა, მაგრამ ის თავს კარგად და კომფორტულად არ გრძნობს.
მას ეშინია ტრავმის, ეს საკითხი უნდა შევისწავლოთ. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ არ გამოაქვეყნოთ ტრავმის შესახებ ახალი ამბები და პატივი უნდა სცეთ კონფიდენციალურობას.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის დაბრუნდება ვალენსიასთან თამაშში ამ შაბათ-კვირას ან ესპანეთის სუპერთასზე საუდის არაბეთში", - ციტირებს იტალიელ მწვრთნელს Marca.
მიზეზი, რის გამოც ჰოლანდი არ არის დარწმუნებული, რომ რეალში გადასვლა მიზანშეწონილია