ავტორიზაცია

"მისთვის კარი ყოველთვის ღიაა", - კონტემ ტოტენჰემში ერიქსენის დაბრუნება არ გამორიცხა

"მისთვის კარი ყოველთვის ღიაა", - კონტემ ტოტენჰემში ერიქსენის დაბრუნება არ გამორიცხა
თარიღი 08 Jan 2022, 21:51

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ლონდონურ კლუბში ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენის დაბრუნება არ გამორიცხა.

"ბოლო პერიოდში კრისტიანთან არ მისაუბრია. კარგია იმის ხილვა, რომ უკვე მოედანზეა და ბურთთან ერთად ვარჯიშობს".

"ძალიან ძლიერ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბრწყინვალე ადამიანია. ის, რაც ზაფხულში მოხდა, არც ისე კარგია. ცუდი იყო მათთვისაც, ვინც ერიქსენთან მუშაობდა და მათთვისაც, ვინც მას იცნობს".

"იმ მომენტში შემეშინდა. შესანიშნავია იმის ხილვა, რომ კვლავ ემზადება მოედანზე გასვლისთვის, ბრწყინვალე სიახლეა. ვფიქრობ, კრისტიანისთვის კარი ყოველთვის ღიაა", - ციტირებს კონტეს სიტყვებს Evening Standard-ი.

შეგახსენებთ, ერიქსენი კონტეს ხელმძღვანელობის ქვეშ "ინტერში" თამაშობდა და სერია ა ერთად მოიგეს. ამასთანავე, 2013 წლიდან 2020 წლამდე დანიელი "ტოტენჰემში" ირიცხებოდა.

ევრო 2020-ის ეგიდით, დანიასა და ფინეთს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, ერიქსენს გული გაუჩერდა. ამ ინციდენტის შემდეგ მას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაუდგეს, რითაც იტალიაში თამაში აკრძალულია.

დეკემბერში "ინტერმა" ერიქსენს კონტრაქტი გაუწყვიტა. ამჟამად კრისტიანი თავისუფალი აგენტია.