ავტორიზაცია

7 გაუპატიურებაში ბრალდებული მანჩესტერ სიტის მცველი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

7 გაუპატიურებაში ბრალდებული მანჩესტერ სიტის მცველი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
თარიღი 08 Jan 2022, 22:03

ცნობილი გახდა, თუ როდემდე გაათავისუფლეს "მანჩესტერ სიტის" მცველი, ბენჟამენ მენდი გირაოს სანაცვლოდ.

ასე და ამგვარად, ფრანგი 24 იანვრამდე თავისუფალია. ამ დღეს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც "ქალაქელთა" უკანახაზელია ბრალდებული, სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

მენდის ხუთი სხვადასხვა ქალის მიმართ სექსუალური დანაშაულის რვა შემთხვევაში ედება ბრალი. შვიდი ეპიზოდი გაუპატიურებას უკავშირდება, კიდევ ერთი კი - შევიწროებას.

ძალადობის სამი შემთხვევა 2020 წლის 11 ოქტომბრით თარიღდება, შეუფერებელი შეხება 2021 წლის 2 იანვრით. ორი გაუპატიურება 2021 წლის 24 ივლისს მოხდა, ორიც კი - 2021 წლის 23 აგვისტოს.

მოგეხსენებათ, მენდი "მანჩესტერ სიტიში" 2017 წელს "მონაკოდან" გადავიდა. "ქალაქელებმა" მასში 52 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.