"რონალდუს არდამატებით მანჩესტერ სიტიმ ტყვიას აარიდა თავი", - "ქალაქელთა" ექს-ფეხბურთელი
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ტრევორ სინკლეირმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შედეგებზე ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს გავლენის შესახებ ისაუბრა.
"ვიწყებ ფიქრს, რომ "მანჩესტერ სიტიმ" რონალდუს არდამატებით ტყვიას აარიდა თავი. ნამდვილად ასე ვფიქრობ. შეხედეთ, "ემიუს" რამდენ ფეხბურთელს აქვს პრობლემა - სანჩოს, რეშფორდს".
"შენი ადგილი უნდა იცოდე. ფეხბურთელი ხარ, კლუბი გიყვანს. ზოგჯერ უნდა მოკეტო. აი, რა უნდა გააკეთო".
"ჩემი აზრით, კრიშტიანუ გუნდს ბევრ პრობლემას უქმნის. საქმე იმაში არ არის, რომ ბოლო შეხვედრებში ცოტა გააქვს, არამედ ამაშია - სოლსკიაერის წავიდა, კერიკი მოვიდა და პირველივე მატჩის შემდეგ მან რონალდუ თადარიგში დატოვა".
"უბრალოდ მეჩვენება, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი ტრანსფერია, რომელიც ფურცელზე ბრწყინვალედ გამოიყურება, პრაქტიკაში კი სულაც არ არის კარგი", - ციტირებს სინკლეირის სიტყვებს Talksport-ი.