ავტორიზაცია

მორატას ბარსელონაში გადასვლა ძალიან უნდა და ალეგრის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

მორატას ბარსელონაში გადასვლა ძალიან უნდა და ალეგრის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია
თარიღი 08 Jan 2022, 22:44

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, ალვარო მორატა "ბარსელონაში" არშემდგარი ტრანსფერის გამო იმედგაცრუებულია.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, 29 წლის ფორვარდი "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ტურინული გრანდის დამრიგებელმა განაცხადა მორატას კატალონიურ გრანდში გაშვებაზე უარი.

მიუხედავად ამისა, ალვაროს "ბარსაში" გადასვლა კვლავ ძალიან უნდა, მაგრამ ტრანსფერი იქამდე არ შედგება, სანამ "ბიანკონერი" მის შემცვლელს არ იპოვის. ამ დროისთვის, გარიგება ჭიანურდება.

მიმდინარე სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც გააკეთა.