ავტორიზაცია

ლაპორტამ თავის ახლო წრეს ამცნო, რომ ჰოლანდის ხელში ჩაგდებაში დარწმუნებულია — Esport3

ლაპორტამ თავის ახლო წრეს ამცნო, რომ ჰოლანდის ხელში ჩაგდებაში დარწმუნებულია — Esport3
თარიღი 08 იან 2022, 22:57

"ბარსელონაში" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდებაში დარწმუნებულები არიან.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ თავის ახლო წრეს განუცხადა, რომ "ბარსა" ნორვეგიელს იყიდის, წერს კატალონიური ტელეარხი Esport3.

"ბლაუგრანას" ხელმძღვანელმა 21 წლის სუპერვარსკვლავის აგენტ მინო რაიოლასთან რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა და შესაძლო ტრანსფერის პირობები განიხილა.

მოგეხსენებათ, ჰოლანდს "დორტმუნდთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

მიმდინარე სეზონში ერლინგმა ბორუსიელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 5 ასისტიც მითვალა.