VIDEO: დანი ალვეშის ბრწყინვალე ასისტი, დე იონგის ლამაზი თავური — ბარსა გრანადასთან დაწინაურდა
ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის ეგიდით, "გრანადა" შინაურ კედლებში კატალონიის "ბარსელონას" მასპინძლობს.
შეხვედრაში ანგარიში 57-ე წუთზე ლუკ დე იონგმა გახსნა - ჰოლანდიელმა ფორვარდმა დანი ალვეშის ბრწყინვალე გადაცემით ისარგებლა და მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო.