ავტორიზაცია

"თავისი მოძრაობებით ახალგაზრდა ანრის მაგონებს", - პიოლიმ მილანის თავდამსხმელი შეაქო

"თავისი მოძრაობებით ახალგაზრდა ანრის მაგონებს", - პიოლიმ მილანის თავდამსხმელი შეაქო
თარიღი 09 იან 2022, 10:57

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში "ვენეციასთან" გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, "როსონერის" დამრიგებელმა გუნდის 22 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი, რაფაელ ლეაო შეაქო.

"კარგად და საიმედოდ უნდა ვითამაშოთ, ბევრი ვიმოძრაოთ და ფართოდ ვიმოქმედოთ. "ვენეცია" კარგად არის მომზადებული, სწრაფად და ტექნიკურად ასპარეზობს".

"რთული თამაში იქნება, ბოლო მატჩების მსგავსად, ფრთხილად უნდა ვიყოთ. თითოეული გამარჯვება ძალას გვმატებს. გარკვეული პრობლემები გვაქვს, ადაპტირება გვიწევს, მაგრამ ჩემპიონატში ყველა ასეა".

"ლეაო 100%-ით მზად არ არის, მაგრამ ოპტიმალურ მდგომარეობას უახლოვდება. სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. თავისი მოძრაობებით ახალგაზრდა ანრის მაგონებს".

"რაფაელმა თავდაუზოგავად მუშაობა უნდა გააგრძელოს, შეუძლია ევროპული და მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდეს", - ციტირებს პიოლის სიტყვებს "როსონერის" ოფიციალური საიტი.