ავტორიზაცია

"შესანიშნავი იქნებოდა", - ლეგენდარულმა იან რაითმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის ხილვაც არსენალში სურს

"შესანიშნავი იქნებოდა", - ლეგენდარულმა იან რაითმა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის ხილვაც არსენალში სურს
თარიღი 09 იან 2022, 11:56

"არსენალის" ყოფილი თავდამსხმელის, იან რაითის აზრით, ლონდონურმა კლუბმა "პსჟ"-ს ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი უნდა დაიმატოს.

"როგორც გავიგე, ვეინალდუმს "არსენალს" უკავშირებენ. ეს შესანიშნავი იქნებოდა. არენდა "პარი სენ ჟერმენიდან", - ციტირებს ლეგენდარული ინგლისელის სიტყვებს Goal.com-ი.

"ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანი ნახევარდაცვაში. პრემიერ ლიგის ჩემპიონია. ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და სამბი ლოკონგას განვითარების გაგრძელებაში დაეხმარება".

"ამის შემდეგ ისინი შემადგენლობის გაძლიერებას მოახერხებენ და "არსენალი" მოულოდნელად კონკურენტუნარიანი გახდება, მართლაც კონკურენტუნარიანი", - დასძინა რაითმა.

მოგეხსენებათ, 31 წლის ჰოლანდიელი "პსჟ"-ში გასულ ზაფხულს "ლივერპულიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ვეინალდუმი პსჟ-დან წასვლას აპირებს და პრემიერ ლიგის კლუბში გადასვლა უნდა