ავტორიზაცია

სევილია ბრძოლას გამოეთიშა, მარსიალს ორი მსურველი ჰყავს — ფაბრიციო რომანო

სევილია ბრძოლას გამოეთიშა, მარსიალს ორი მსურველი ჰყავს — ფაბრიციო რომანო
თარიღი 09 იან 2022, 14:01

"სევილია" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ანტონი მარსიალისთვის ბრძოლას გამოეთიშა, რომელიც ამ ზამთარს სამუშაო ადგილის შეცვლას აპირებს.

ესპანელებს მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე 26 წლის ფრანგის იჯარით დამატების სახსრები არ აქვთ.

გარდა ამისა, ანდალუსიურ კლუბს არც იმის ფული აქვს, რომ მარსიალის ხელფასი სრულად დაფაროს, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ასე და ამგვარად, ამჟამად "ეშმაკუნების" შემტევს ორი მსურველი ჰყავს - კატალონიის "ბარსელონა" და "ნიუკასლი".

მიმდინარე სეზონში მარსიალმა ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.