ავტორიზაცია

ბენზემა: "ვინისიუსის გვერდით თავს კარგად ვგრძნობ, ფანტასტიკური ფეხბურთელია"

ბენზემა: "ვინისიუსის გვერდით თავს კარგად ვგრძნობ, ფანტასტიკური ფეხბურთელია"
თარიღი 09 იან 2022, 15:10

"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ვალენსიასთან" (4:1) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"ხეტაფესთან" მარცხის შემდეგ თასზე მოვიგეთ, დღეს კი ჩვენთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც ბრწყინვალე თამაში იყო. მეტოქეებს ჩვენი დამარცხება უნდათ, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ ვიმარჯვებთ და ეს არის ყველაზე მთავარი".

"თუ მე და ვინისიუსს გუნდს გოლებითა და საგოლე გადაცემებით დახმარება შეგვიძლია, ამას თითოეულ მატჩში გავაკეთებთ. მასთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ".

"ვიცი მისი პოტენციალი, შეუძლია უკეთესი გახდეს, ფანტასტიკური ფეხბურთელია. ასე უნდა გავაგრძელოთ", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს მადრიდული გრანდის ოფიციალური საიტი.

ცნობისთვის, "რეალი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 49 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, "ვალენსია" კი 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.