ავტორიზაცია

VIDEO: ბენზემა-ვინისიუსის დუეტი უბრალოდ დაფრინავს - რეალმა ვალენსია უმარტივესად დაამარცხა

თარიღი 09 იან 2022, 01:59

ლა ლიგის მე-20 ტურში მადრიდის "რეალმა" საკუთარ კედლებში მიიღო "ვალენსია", რომელიც ანგარიშით 4:1 დაამარცხა. "სამეფო კლუბის" მხრიდან დუბლი კარიმ ბენზემამ და ვინი ჟუნიორმა გაიფორმეს.

ფრანგმა თავდამსხმელმა თავდაპირველად ზუსტად შეასრულა პენალტი, შემდეგ კი "ღამურების" კარი ეფექტური დარტყმითაც აიღო. რაც შეეხება ბრაზილიელ გარემარბს:

ულამაზესი ილეთით მოტყუებული "მურსელაგოსის" ცენტრალური მცველები და დამატება ცარიელ კარში მარკო ასენსიოს დარტყმის შემდეგ. როგორც ვხედავთ, "ბლანკოსმა" ლიდერობა განამტკიცა.

ისკოს სერია ა-დან მსურველი ჰყავს, რეალი ტრანსფერზე თანახმაა