ფოტო: World Soccer-ის 2007 წლის "მომავლის ფეხბურთელების" სია - ბენზემა, აგუერო, ბეილი, დი მარია და სხვები
2007 წელს World Soccer Magazine-მა გამოაქვეყნა 50 ფეხბურთელის სია, რომლებიც მომავალში აუცილებლად გაიბრწყინებდნენ. მომავალი დადგა - რა დაემართათ ამ ბიჭებს?
დი მარია, ბეილი, აგუერო, ბენზემა, კროოსი ვარსკვლავები გახდნენ. ვიღაცას ნაკლებად გაუმართლა: პატო ტრავმებს შეეწირა, ანდერსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ გაუჩინარდა, ბოიანი დეპრესიამ გააწამა.
სიაში სრულიად მოულოდნელი ბიჭებიც არიან - მაგალითად, პირველ ადგილზეა სადიკ ადამსი, რომელიც "ატლეტიკოს" შემდეგ თამაშობდა სერბულ "ვოევოდინაში".
შემდეგ კი 13 სხვა ნაკლებად ცნობილ კლუბში ტუნისიდან, განადან, თურქეთიდან და საუდის არაბეთიდან. რეიტინგში მეორე ადგილზეა ისმაილ აისატი, რომელიც "აიაქსის" შემდეგ "ტერეკში" თამაშობდა.
რუსეთის პრემიერ ლიგის ორ სეზონში 1 გოლიც კი გაიტანა. რუსეთის შემდეგ აისატი თამაშობდა თურქულ კლუბებში. ასეთია პერსპექტიული ფეხბურთელების სრული სია: