ავტორიზაცია

ანჩელოტი: "არის თუ არა ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი?"

ანჩელოტი: "არის თუ არა ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი?"
თარიღი 29 Dec 2021, 13:17

კარლო ანჩელოტი მადრიდში მეორე მოსვლით ტკბება, ლიდერობს ლა ლიგაში და ინარჩუნებს შანსებს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც გუნდის შემდეგი გაჩერება "პსჟ"-ს წინააღმდეგ პლეი-ოფია.

"არის თუ არა ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი ამ დროისთვის? მე ასე ვფიქრობ, რადგან ახლა მან თავის ფეხბურთს ბომბარდირის სტაბილურობა შემატა.

ის ისე ხშირად იტანს, როგორც კრიშტიანუ და ჰოლანდი. ბენზემა ის ფეხბურთელია, რომელიც მატჩში განსხვავებას ქმნის. ეს ატლეტიკთან მატჩში ვნახეთ, კარიმმა მოკლე დროში ორი გოლი გაიტანა.

შეუძლიათ თუ არა მოდრიჩის გზის გაგრძელება ბენზემასა და კროოსს? დიახ, დარწმუნებული ვარ, რადგან ყოველდღე ვხედავ, როგორ მუშაობენ, ვიცი, რომ პროფესიონალები არიან.

ვფიქრობ, სამივეს შეუძლია 40 წლამდე თამაში და უმაღლეს დონეზე ბრძოლა. მართალია, თავდამსხმელს ეს უფრო უჭირს, ისინი უფრო დამქანცველნი არიან ვიდრე ნახევარმცველები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სამივეს შეუძლია ამის მიღწევა", - განაცხადა ანჩელოტიმ.