ავტორიზაცია

VIDEO: ვინისიუსი მადრიდისტების გულების მოგებას აგრძელებს - ბრაზილიელმა რეალის გერბს არ დააბიჯა

თარიღი 09 იან 2022, 16:16

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი შემტევი ვინისიუს ჯუნიორი ესპანური გუნდის გულშემატკივართა გულების მოგებას აგრძელებს.

შემტევმა „ვალენსიასთან“ კორონავირუსის გადატანის შემდეგ პირველად ითამაშა და თავი დუბლით გამოიჩინა.

თუმცა, ამ შეხვედრაში მოხდა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი რამ, რაც მადრიდისტების ყურადღების გარეშე არ დარჩენილა - ვინისიუსი ბურთს ვერ დაეწია და სისწრაფეზე ყოფნის მიუხედავად, მაქსიმალურად ეცადა, რომ „რეალის“ გერბისთვის არ დაებიჯებინა.