ავტორიზაცია

"ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს", - ტეო

"ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს", - ტეო
თარიღი 09 იან 2022, 21:06

„მილანის“ მცველმა ტეო ერნანდესმა, რომელმაც „ვენეციასთან“ მატჩში (3:0) დუბლი მიითვალა, თავის ახალ კონტრაქტზე ისაუბრა.

„ყოველდღიურად ვმუშაობთ, დღიდან დღემდე ვვითარდებით, შემდეგ კი გამოჩნდება. სერია ა არ არის ადვილი ტურნირი, სადაც ყოველდღე მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო.

ძალიან მიხარია, რომ კაპიტნის სამკლაურით ვითამაშე, ეს ჩემთვის დიდი პატივია.“ - აღნიშნა ფრანგმა DAZN-სთან ინტერვიუში.

„ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. ამ კლუბში ყოფნით პირველივე დღიდან ვარ ბედნიერი, ხელმძღვანელობას ველაპარაკები.

მე სულ გაუმჯობესებას ვცდილობ. მალდინიც ძალიან მეხმარება და ხშირად მელაპარაკება.“ - დაასრულა ერნანდესმა.