ავტორიზაცია

ინტერი გერმანიის ნაკრების მცველისთვის ბრძოლიდან გამოთიშვას აპირებს

ინტერი გერმანიის ნაკრების მცველისთვის ბრძოლიდან გამოთიშვას აპირებს
თარიღი 09 იან 2022, 23:06

„ინტერს“ „გლადბახის“ მცველის, მატიას გინტერისთვის აუქციონში ჩართვა არ სურს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური გუნდი გერმანელი ფეხბურთელის ნიჭს ძალიან აფასებს, მაგრამ ფიქრობს, რომ სჯობს მისთვის ბრძოლა შეწყვიტოს, რადგან გინტერი წლიურად 3.5 მილიონ ევროს როგორც მინიმალურ თანხას ითხოვს.

გარდა ამისა, ფეხბურთელის გადაბირებისთვის საჭირო იქნება კომისიის, ბონუსების და სხვა თანხების გადახდაც. 

„ინტერის“ გარდა, გინტერის მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ და პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი იჩენენ. ამ ეტაპზე, „ნერაძური“ დაკვირვების რეჟიმში გადავიდა და აფასებს, როგორ განვითარდება მოვლენები.

„ინტერს“ სურს, რომ პირველ რიგში სტეფან დე ვრეის გეგმების შესახებ შეიტყოს, რომელსაც 2023 წლის ზაფხულში კონტრაქტი ეწურება, სწორედ მისი მომავლისგან იქნება დამოკიდებული „ინტერის“ ქმედებები სატრანსფერო ბაზარზე.