ავტორიზაცია

ინტერის ფანებმა ლუკაკუს უპასუხეს: "ის, ვინც წვიმაში გარბის, მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია ის, ვინც ქარიშხალში რჩება"

ინტერის ფანებმა ლუკაკუს უპასუხეს: "ის, ვინც წვიმაში გარბის, მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია ის, ვინც ქარიშხალში რჩება"
თარიღი 01 იან 2022, 11:17

"Curva Nord" - მილანის "ინტერის" მხარდამჭერთა ალიანსი გამოეხმაურა ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს გახმაურებულ და გულახდილ ინტერვიუს.

მილანური გუნდის გულშემატკივრებმა "სან სიროს" სტადიონთან ბანერი გამოფინეს: "ვინც წვიმაში გარბის, მნიშვნელოვანი არ არის. ვინც რჩება ქარიშხალში, სწორედ ის არის მნიშვნელოვანი. ნახვამდის რომელუ."

ლუკაკუ "ინტერიდან" "ჩელსიში" 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. თავდამსხმელმა ამ კვირაში ინტერვიუ მისცა, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა ლონდონურ გუნდში თავისი როლით.

ასევე აღიარა თავისი სიყვარული "ნერაძურის" მიმართ და თქვა, რომ ნანობს მილანური კლუბიდან წასვლას: "ასე არ უნდა მომხდარიყო. ინტერი ჩემს გულშია, მე დავბრუნდები.", - განაცხადა ლუკაკუმ.