ავტორიზაცია

ქართველი ფეხბურთელები FIFA 22-ში - ვის აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი?

ქართველი ფეხბურთელები FIFA 22-ში - ვის აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი?
თარიღი 10 იან 2022, 10:59

FIFA 22-ში გვხვდება არაერთი ქართველი ფეხბურთელი. "ჯვაროსნებს" შორის ყველაზე ძლიერი მონაცემების მქონე მოთამაშე არის "ალმერიას" მეკარე, გიორგი მაკარიძე, რომლის რეიტინგი 78-ია.

შემდეგ მოდის კიდევ ერთი გოლკიპერი, გიორგი მამარდაშვილი (74) "ვალენსიადან". მესამე ადგილზე არის ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი - ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ქვილითაია, ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე (ყველა 72).

მათ შემდეგ არის "კოპენჰაგენის" ცენტრალური მცველი, დავით ხოჭოლავა (71), ნიქოზიას "აპოელის" თავდამსხმელის, თორნიკე ოქრიაშვილის რეიტინგი კი 70-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი განახლების შემდეგ, სიმულატორს დაემატა "სერენის" ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე (68). ქართველების სრული სია კი ასე გამოიყურება:

გიორგი მაკარიძე - 78

გიორგი მამარდაშვილი - 74

ვაკო ყაზაიშვილი - 72,

გიორგი ქვილითაია - 72

საბა ლობჟანიძე - 72

ოთარ კიტეიშვილი 72

დავით ხოჭოლავა - 71

თორნიკე ოქრიაშვილი - 70

გიორგი ხარაიშვილი - 69

გიორგი ჩაკვეტაძე - 69

ლევან შენგელია - 68

ლაშა დვალი - 68

გიორგი მიქაუტაძე - 68

ლუკა ზარანდია - 67

გურამ გიორბელიძე - 67

ლუკა ლოჩოშვილი - 67

ოთარ კაკაბაძე - 65

ვატო არველაძე - 64

გიორგი აბურჯანია - 64

ამირან სანაია - 62