ავტორიზაცია

"წიტაიშვილი სატრანსფერო სიაში არ არის", - სლოვანის დირექტორი ქართველის შესახებ

"წიტაიშვილი სატრანსფერო სიაში არ არის", - სლოვანის დირექტორი ქართველის შესახებ
თარიღი 08 იან 2022, 11:14

ბრატისლავას "სლოვანის" გენერალურმა დირექტორმა, ივან კმოტრიკმა კიევის "დინამოს" საკუთრებაში მყოფი გარემარბის, გიორგი წიტაიშვილის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია წიტაიშვილის სლოვანში ტრანსფერის შესახებ. არ ვადასტურებთ ცნობას, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გიორგი ბრატისლავური კლუბის სატრანსფერო სიაში არ არის", - განაცხადა სლოვაკმა ფუნქციონერმა ქართველი ვინგერის შესახებ, რომლის შესაძლო გადასვლაზე პრესაში აქტიურად იწერებოდა.

Goal.ge-მ მოგვიანებით გაარკვია, რომ ოდესის "ჩერნომორეცის" ახალგაზრდა ფლანგელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავის ამჟამინდელ კლუბს არ დატოვებს.

"ზღვისპირელთა" შვიდიანი მიმდინარე სეზონის ბოლომდე არსად წავა, ზაფხულში კი ის უდიდესი ალბათობით უკრაინული ფეხბურთის ფლანგმანში დაბრუნდება.