ავტორიზაცია

[EXCLUSIVE] ყველაფერი გადაწყდა - გიორგი წიტაიშვილის მომავალი ცნობილია!

[EXCLUSIVE] ყველაფერი გადაწყდა - გიორგი წიტაიშვილის მომავალი ცნობილია!
თარიღი 06 იან 2022, 16:00

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ბრატისლავის სლოვანში და არც სხვა გუნდში არ გააგრძელებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, კიევის დინამომ სლოვაკების 2-მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვეს. გუნდმა დააფიქსირა პოზიცია, რომ გიორგი წიტაიშვილს არ ყიდიან და მეტიც, გიორგი წიტაიშვილი მომავალში მირჩა ლუჩესკუს გეგმებში შედის.

რგოროც ჩვენთვის ცნობილია, გიორგი წიტაიშვილი მომდევნო 6 თვეს იჯარის წესით კვლავ ოდესის ჩერნომორეცში გაატარებს, რის შემდეგაც ზაფხულში კიევის დინამოში დაბრუნდება. დედაქალაქელები აპირებენ გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ვიქტორ ციგანკოვის გაყიდვას, რომლის ფასიც Transfermarkt-ზე 25 მილიონი ევროა.

რამდენიმე დღის წინ GOAL.GE-მ გამცნოთ ექსკლუზიურად, რომ სლოვანი მზად იყო წიტაიშვილში 2 მილიონი ევრო გადაეხადა და ამას გარდა, 21 წლის ნახევარმცველით ბელგიური და ამერიკული გუნდები ინტერესდებოდნენ. გიორგის სატრანსფერო საგა დასრულებულია.