ავტორიზაცია

12 იანვარი დედლაინია - რა სიტუაციაა აზაროვის ტრაბზონსპორში ტრანსფერთან დაკავშრებით?

12 იანვარი დედლაინია - რა სიტუაციაა აზაროვის ტრაბზონსპორში ტრანსფერთან დაკავშრებით?
თარიღი 06 იან 2022, 14:45

ბათუმის დინამოსა და ტრაბზონსპორს შორის მოლაპარაკების პირველი ეტაპი ირაკლი აზაროვის ტრანსფერზე ჩავარდა.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, მოლაპარაკების პირველ ეტაპზე ბათუმის დინამოსთვის თურქების მიერ გაკეთებული შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა, ტრაბზონში ყოფნისას ქართულმა მხარემ სუპერლიგის პირველადგილსონებს სასურველი პირობები დაუტოვა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული ტრანსფერის დედლაინი 12 იანვარია. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ამ პერიოდამდე არ შედგა, ირაკლი აზაროვი ტრაბზონსპორში საერთოდ არ გადავა.

2021 წელი ირაკლი აზაროვისთვის წარმატებული იყო. 19 წლის მცველმა ბათუმის დინამოსთან ერთად 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ამასთანავე, დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

ირაკლი აზაროვი 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა და გახდა ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო მცველი.